იურიდიული

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 22.09.2026

(პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა)

1. მიზანი

ვებგვერდი Catwalk.ge -ის გამოყენებისას გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა პერიოდულად განახლდეს/შეიცვალოს ან დაემატოს ახალი პირობები. შესაბამისად, გირჩევთ, პერიოდულად გადაამოწმოთ აღნიშნული დოკუმენტი. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემუშავებულია მომხმარებელთა მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და დამუშავების მიზნით. Catwalk.ge -ის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი, რომელიც საკუთარი სურვილით აწვდის პერსონალური ხასიათის ინფორმაციას Catwalk.ge -ის, თანხმობის შედეგად ანიჭებს მას უფლებას გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტით (GDPR) დადგენილი წესების შესაბამისად.

ვებგვერდზე რეგისტრაციითა და შესაბამის ღილაკზე თანხმობის განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აღნიშნულ პოლიტიკას. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება პოლიტიკის რომელიმე ნაწილს, რეკომენდებულია შეწყვიტოს ვებგვერდის გამოყენება.

კომპანიის Instagram გვერდის მეშვეობით შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში, მომხმარებელი შეკვეთის დადასტურებით ადასტურებს, რომ გაეცნო კომპანიის Instagram გვერდის ბიოში მითითებულ და/ან შესაბამის ბმულზე განთავსებულ წესებსა და პირობებს, მათ შორის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, და ეთანხმება მათ. აღნიშნული წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და კომპანიას შორის შესაბამისი მომსახურებისა და/ან ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობის განუყოფელ ნაწილს. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისას მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მომხმარებლის მიერ Catwalk.ge -ზე ან და Instagram გვერდზე შეკვეთების მიღება, დამუშავება, შეკვეთილი პროდუქციის მომხმარებლისათვის ჩაბარება ან/და უკან დაბრუნება, გადახდების და თანხის უკან დაბრუნების დამუშავება, მომსახურების გაწევისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების მომზადება.

2. ტერმინთა განმარტება

ამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

  • პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
  • მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
  • კომპანია - შპს „ ქ.ვ რითეილ“ (ს/ნ 405767889), მის: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ნიკოლოზ ყიფშიძის ქ. N16, კორპუსი 1, ბინა 12;
  • მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავება − მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მონაცემთა სუბიექტი − (შემდგომში „მომხმარებელი“) ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
  • მონაცემთა სუბიექტის თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთან განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
  • დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - ფიზიკური პირი,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
  • მონაცემთა მიმღები − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელსაც მონაცემები გადაეცა, გარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა;
  • მესამე პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;
  • მონაცემთა დაბლოკვა − მონაცემთა დამუშავების (გარდა შენახვისა) დროებით შეჩერება;
  • პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით. პირდაპირ მარკეტინგად არ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან;
  • ინციდენტი − მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას;

3. შეგროვებული ინფორმაცია

კომპანიის მიერ ინფორმაციის შეგროვება ხდება მომხმარებლის მიერ ანგარიშის რეგისტრაციისას, Instagram გვერდზე მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ელფოსტაზე კომუნიკაციისას, ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტის შეძენისას.

4. პერსონალური მონაცემები

ვებგვერდზე რეგისტრაციისას/ Instagram გვერდზე პროდუქტის შეძენისას მომხმარებელის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის:

  • სახელი და გვარი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ფაქტობრივი მისამართი;
  • სხვა ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა შეიძლება მიგვაწოდოს რეგისტრაციის ფორმის შევსების ან კომუნიკაციის პროცესში.

5.ვებგვერდით სარგებლობისას, Catwalk.ge-ის მსგავსად სხვა ვებგვერდებისა იყენებს Cookies. აღნიშნული შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რა დროსაც ავტომატურად შეიძლება შეგროვდეს:

  • IP მისამართი;
  • ბრაუზერის ტიპი;
  • მოწყობილობის ტიპი;
  • ვიზიტის დრო და ხანგრძლივობა;
  • ნავიგაციის ისტორია ვებგვერდზე.
  • აუცილებელი Cookies;
  • Analytics;
  • Marketing/advertising.

არასავალდებულო Cookies-ის გამოყენება ხორციელდება მომხმარებლის შესაბამისი არჩევანის/თანხმობის საფუძველზე, სადაც ასეთი თანხმობა კანონით არის საჭირო. აუცილებელი Cookies შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვებგვერდის ძირითადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

Cookies შეიძლება იყოს:

  • Session Cookies — ინახება მომხმარებლის მიმდინარე სესიის განმავლობაში და, როგორც წესი, იშლება ბრაუზერის დახურვისას;
  • Persistent Cookies — ინახება წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ან მანამდე, სანამ მომხმარებელი არ წაშლის მათ.

Cookies-ის შენახვის კონკრეტული ვადა დამოკიდებულია შესაბამის Cookie-ზე და მისი გამოყენების მიზანზე. ჩვენ ვცდილობთ, თითოეული Cookie შევინახოთ მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია მისი შესაბამისი მიზნის მისაღწევად.

მომხმარებელს შეუძლია არასავალდებულო Cookies-ის გამოყენების შესახებ არჩევანის გაკეთება ვებგვერდზე არსებული Cookie Settings/Preferences მექანიზმის საშუალებით და, სადაც შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს თავისი არჩევანი.

6. მომხმარებელი უფლებამოსილია

მომხმარებელს უფლება აქვს, Catwalk.ge -სგან მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  • დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, აგრეთვე აღნიშნული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების თაობაზე;
  • მონაცემების შეგროვების ან მოპოვების წყაროს შესახებ;
  • მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ;
  • მომხმარებლის უფლებების შესახებ;
  • მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
  • ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, აგრეთვე იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, და მონაცემთა სუბიექტზე მისი შესაძლო გავლენისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

მომხმარებელს უფლება აქვს ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

მომხმარებელს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან/და შეივსოს ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.

მომხმარებელს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. წინამდებარე მოთხოვნიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) უნდა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.

მომხმარებელს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

მომხმარებელს უფლება აქვს Catwalk.ge -ის მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: როდესაც მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს; როდესაც მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათი წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას; როდესაც მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის ან სარჩელის წარსადგენად; როდესაც მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს აღნიშნული მოთხოვნის განხილვა; ან როდესაც არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით მათი შენახვის აუცილებლობა.

მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ Catwalk.ge -ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების წაშლა/განადგურება, Catwalk.ge -ს მხარდაჭერის გუნდისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, Catwalk.ge თავის მხრივ, 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გააუქმებს მომხმარებლის პირად ანგარიშს და შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან/და გაანადგურებს დამუშავებულ მონაცემებს, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს. თანხმობის გამოხმობამდე მომხმარებელს უფლება აქვს, Catwalk.ge -ს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

მომხმარებელი უფლებამოსილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტს ან სასამართლოს.

7. არასრულწლოვანი პირი

Catwalk.ge მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და უტყუარობა, მათ შორის მომხმარებლის ასაკი. შესაბამისად, ვებგვერდი ეყრდნობა მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებულ ინფორმაციას.

იმ შემთხვევაში, თუ გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, Catwalk.ge უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ან შეწყვიტოს შესაბამისი მონაცემების დამუშავება.

თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ Catwalk.ge -ზე რეგისტრირებული მომხმარებელი არის არასრულწლოვანი და არ გააჩნია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ამის შესახებ, რათა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება.

8. პირდაპირი მარკეტინგი

Catwalk.ge მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ამუშავებს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შეიძლება დამუშავდეს ისეთი მონაცემები, როგორიცაა მომხმარებლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. სხვა ტიპის მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შესაძლებელია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.

მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე, ასევე პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების პროცესში, Catwalk.ge უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელს ნათლად, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე განემარტოს მისი უფლება ნებისმიერ დროს გამოიხმოს თანხმობა და მიეწოდოს ინფორმაცია ამ უფლების განხორციელების წესისა და მექანიზმის შესახებ.

მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში Catwalk.ge ვალდებულია შეწყვიტოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან.

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება მარკეტინგული კომუნიკაცია, ან სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებით, რომელსაც განსაზღვრავს Catwalk.ge აღნიშნული მექანიზმი უნდა იყოს მარტივი გამოსაყენებლად და მომხმარებელს უნდა მიეწოდოს მკაფიო და ადვილად აღსაქმელი მითითება მისი გამოყენების შესახებ.

მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განხორციელება უფასოა და არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე საფასურს ან სხვა შეზღუდვას.

პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას Catwalk.ge უზრუნველყოფს, რომ არსებობდეს მომხმარებლის თანხმობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება. ასევე, Catwalk.ge აღრიცხავს და ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ თანხმობის მიცემისა და მისი გამოხმობის შესახებ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან დამატებით 1 წლის განმავლობაში.

9. მონაცემთა შენახვის ვადა

Catwalk.ge უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას და იღებს შესაბამის ზომებს მათი დაცულობის უზრუნველსაყოფად.

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას Catwalk.ge ამუშავებს და ინახავს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და შპს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საჭირო ვადის განმავლობაში.

10. უსაფრთხოება

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე პირის ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მომხმარებელთა მონაცემებზე დაუფლების მიზნით.

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტის მეშვეობით გადაცემისა და ელექტრონულად შენახვის ნებისმიერი მეთოდი არ იძლევა სრულ უსაფრთხოების გარანტიას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანია გამოყენებულ იქნეს კომერციულად მიღებული უსაფრთხოების ზომები მონაცემების დაცვისათვის, სრული გარანტიის მოცემა შეუძლებელია.

11. ცვლილებები და დამატებები

გაცნობებთ, რომ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლებელია შეიცვალოს ან მასში განხორციელდეს დამატებები. შესაბამისად ცვლილებების ად დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას ელ-ფოსტის მეშვეობით ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

12. კონტაქტი

  • ელ.ფოსტა: info@catwalk.ge
  • ტელეფონი:
  • მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ნიკოლოზ ყიფშიძის ქ. N16, კორპუსი 1, ბინა 12;

კითხვები? დაგვიკავშირდით: info@catwalk.ge