მომხმარებლის სერვისი

დაბრუნების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 22.09.2026

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე გადახდისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა განსაზღვრავს წესებსა და პირობებს, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი ახორციელებს გადახდას და საჭიროების შემთხვევაში ითხოვს თანხის დაბრუნებას ვებგვერდზე/Instagram გვერდზე განთავსებული პროდუქტების შეძენისას.

ვებგვერდზე რეგისტრაციისას/ Instagram გვერდზე პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აღნიშნულ პოლიტიკას.

კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის უფლებების დაცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. გადახდის მეთოდები

Catwalk.ge - ზე მომხმარებელს შეუძლია გადახდა განახორციელოს შემდეგი მეთოდით:

  • საბანკო ბარათით (Visa/Mastercard);
  • Flitt;
  • Apple Pay;
  • Google Pay.

3. ნივთის უკან დაბრუნების და თანხის ანაზღაურების პირობები

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას დისტანციურად ან სარეწის გარეთ დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

აღნიშნული 14-დღიანი ვადა აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღების დღიდან.

მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას ამ წესის მიხედვით დადგენილ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ.

მომხმარებლის მიერ საქონლის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიას არ აქვს უფლება მომხმარებელს მოთხოვოს შემდეგ ინფორმაციაზე მეტი:

  • მომხმარებლის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • შეკვეთის თარიღი;
  • შეკვეთის მიღების თარიღი;
  • მომხმარებლის სახელი;
  • მომხმარებლის მისამართი;
  • მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);
  • ფორმის შევსების თარიღი.

პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში;

წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის ფარგლებში, ნივთის დაბრუნება შესაძლებელია თუ: მიღებულ პროდუქციას შენარჩუნებული აქვს სარეალიზაციო იერსახე და იძლევა მისი მახასიათებლებისა და ფუნქციონირების შემოწმების შესაძლებლობას. ამასთან, ნივთი არის დაუზიანებელი და თან ახლავს სარეალიზაციო შეფუთვა (ყუთი ან სხვა ნებისმიერი შესაფუთი საშუალება) და მასზე დატანილი იარლიყი, რომელიც არ უნდა იყოს დაზიანებული ან მოხსნილი პროდუქტიდან. წინამდებარე პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია არ დაიბრუნოს გაყიდული პროდუქცია.

ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე, საცურაო კოსტიუმების, თეთრეულის, ბოდეების დაბრუნება არ არის შესაძლებელი, თუ ნივთი მიწოდებული იყო ჰერმეტული შეფუთვით და დარღვეულია მისი ჰერმეტულობა ან დაზიანებულია/მოხსნილია ჰიგიენური დამცავი. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაყიდული პროდუქცია აღმოჩნდება ნაკლიანი.

მომხმარებელს უფლება აქვს პროდუქტი შეამოწმოს და მოირგოს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა შეკვეთილ პროდუქციას და მის მახასიათებლებს. შესაბამისად, დასაშვებ შემოწმებად/მორგებად ჩაითველბა:

  • პროდუქტის დათვალიერება;
  • ზომის შემოწმების მიზნით მისი ერთჯერადად დაუზიანებლად მორგება;
  • პროდუქტის მასალის, ფერის, ფორმის და სხვა ვიზუალური მახასიათებლის შემოწმება;

პროდუქტის გამოყენებად, რომელიც სცდება დასაშვები შემოწმებისა და მორგების ფარგლებს, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ქმედება ან მდგომარეობა, რომლის შედეგადაც ნივთზე დარჩა გამოყენების კვალი ან შემცირდა მისი პირვანდელი სარეალიზაციო მდგომარეობა, მათ შორის, როდესაც:

  • პროდუქტს აღენიშნება მაკიაჟის კვალი;
  • პრიდუქტს აღენიშნება სუნამოს, კოსმეტიკური საშუალების ან სხვა სპეციფიური სუნი;
  • პროდუქტს გააჩნია ლაქა ან სხვა ნებისმიერი სახის დაბინძურება;
  • ქსოვილი არის გაწელილი, დაჭმუჭნული ან შეცვლილი აქვს პირვანდელი ფორმა;
  • პროდუქტზე აღინიშნება ტარების, ხმარების ან ექსპლუატაციის სხვა კვალი;
  • პროდუქტს აღენიშნება ნებისმიერი სხვა ისეთი ცვლილება, რომელიც სცდება პროდუქტის მახასიათებლების და ფუნქციონირების დასადგენად აუცილებელ შემოწმებას.

ზემოხსენებული გარემოებები ფასდება პროდუქტის კონკრეტული სახეობის, მახასიათებლებისა და გამოყენების თავისებურებების გათვალისწინებით. მხოლოდ პროდუქტის შეფუთვის გახსნა ან მისი ზომის/მორგების შემოწმება, თავისთავად, არ ჩაითვლება პროდუქტის გამოყენებად, თუ ამ პროცესს არ მოჰყოლია პროდუქტის ისეთი ცვლილება ან დაზიანება, რომელიც სცდება დასაშვები შემოწმების ფარგლებს.

პროდუქტის დაბრუნება ასევე შესაძლებელია, თუ შეძენილ პროდუქტს აღმოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი, რაც გულისხმობს ისეთ ნაკლს, რომელიც პროდუქტს გააჩნდა მომხმარებლისთვის მის გადაცემამდე და რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის მიერ პროდუქტის გამოყენებით, დაზიანებით ან არასწორი მოპყრობით.

პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს შეამოწმოს დაბრუნებული პროდუქტის მდგომარეობა და დაადგინოს, განხორციელდა თუ არა მომხმარებლის მიერ პროდუქტის ისეთი გამოყენება, რომელიც სცდება მისი ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დასადგენად აუცილებელ ფარგლებს. თუ პროდუქტის გამოყენებამ გამოიწვია მისი ღირებულების შემცირება, მომხმარებლის მიერ აღნიშნული ღირებულების შემცირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ფარგლების შესაბამისად.

თუ დადასტურდება, რომ პროდუქტს აქვს თავდაპირველი ნაკლი და შესაძლებელია მისი ჩანაცვლება, კომპანია უზრუნველყოფს ნაკლიანი პროდუქტის იდენტური, უნაკლო პროდუქტით ჩანაცვლებას.

თუ იდენტური პროდუქტის ჩანაცვლება ვერ ხერხდება და დადასტურდება პროდუქტის თავდაპირველი ნაკლი, კომპანია მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს მის მიერ გადახდილ თანხას.

ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია თანხის დაბრუნება განახორციელოს მას შემდეგ, რაც მომხმარებლისგან დაიბრუნებს საქონელს ან მიიღებს მომხმარებლის მიერ საქონლის უკან გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, თუ რომელი მოქმედება განხორციელდება უფრო ადრე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის უკან დაბრუნება თავად კომპანიამ იკისრა.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ კომპანიისთვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, პროდუქტი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში, დაუბრუნოს კომპანიას ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის უკან წაღება თავად კომპანიამ იკისრა;

გაიღოს მხოლოდ ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხარჯის გაწევა კომპანიამ თავად იკისრა ან მომხმარებელს წინასწარ არ მიაწოდა ინფორმაცია ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯის წარმოშობის შესახებ;

4. თანხის დაბრუნების მოთხოვნის პროცედურა

თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვის მომხმარებელი უნდა:

  • დაუკავშირდეს Catwalk.ge -ის მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე;
  • დააფიქსიროს თანხის დაბრუნების მოთხოვნა;
  • საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს საიდენტიფიკაციო ინფორმაცია;

Catwalk.ge 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს თანხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნას.

მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება არაუგვიანეს 14 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული ბანკის ან გადახდის პროვაიდერის მიერ.

1. მომხმარებელს თანხა არ დაუბრუნდება, თუ:

  • წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები სრულად არის შესრულებული;
  • შეძენილ პროქდუტს არ გააჩნია თავდაპირველი ნაკლი;
  • თუ დარღვეულია ნივთის სარეალიზაციო მდგომარეობა;
  • მომხმარებლის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის გამო მომსახურება ვერ სრულდება;
  • მომხმარებელმა დაარღვია ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები.

5. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს:

  • მიიღოს სრული და ზუსტი ინფორმაცია მომსახურების ან პროდუქტის შესახებ
  • მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება, ჩანაცვლება (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული შესაძლებელია) ან თანხის დაბრუნება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში

5.1.მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

წინამდებარე ხელშეკრულებით გამყიდველის მიერ სრულად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და ამასთან მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების დაცვით მომხმარებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი.

6. პოლიტიკის ცვლილება

Catwalk.ge - უფლებამოსილია პერიოდულად გაანახლოს აღნიშნული პოლიტიკა.

პოლიტიკის განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

კითხვები? დაგვიკავშირდით: info@catwalk.ge