Legal
Terms & Conditions
Last updated: 22.09.2026
This document is published in Georgian.
წესები და პირობები
წინამდებარე „წესები და პირობები“ განსაზღვრავს Catwalk.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის, ასევე პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელსა და მესამე პირებს შორის ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობების ძირითად პირობებს.
Catwalk.ge წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ვებ-საიტის საშუალებით ისე სოციალური-გვერდის (Instagram გვერდის CATWALK -ის) მეშვეობით, მომხმარებლებისათვის ელექტრონულ პლატფორმაზე მოცემული პროდუქტების შეძენას და მიწოდებას.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას მომხმარებელსა და Catwalk.ge -ს შორის და არეგულირებს ვებგვერდის გამოყენებას, ინსტაგრამ გვერდზე შეკვეთის განთავსებას, ვებ-გვერდზე რეგისტრაციას, პლატფორმის ფუნქციონალით სარგებლობასა და მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს.
ვებგვერდზე განთავსებული წინამდებარე წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, დაბრუნებისა და გაცვლის წესები, ასევე Catwalk.ge -ს მიერ დროდადრო მიღებული სხვა რეგულაციები და ცვლილებები, ერთობლივად წარმოადგენს მომხმარებელთან დადებულ ერთიან შეთანხმებას და მათი შესრულება სავალდებულოა ორივე მხარისათვის.
ვებგვერდზე რეგისტრაციის, ინსტაგრამ გვერდზე შეკვეთის განთავსებისას, ანგარიშის შექმნის ან/და პლატფორმის გამოყენების დაწყების მომენტიდან მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო, სრულად ეთანხმება და იღებს წინამდებარე წესებისა და პირობების, კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და სხვა დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების პირობებს, ასევე თანახმაა მათ იურიდიულ ძალასა და სავალდებულო ხასიათზე.
თუ მომხმარებელი არ ეთანხმება წინამდებარე წესებისა და პირობების ან Catwalk.ge -ს სხვა სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, იგი ვალდებულია თავი შეიკავოს ვებგვერდითა და პლატფორმის მომსახურებებით სარგებლობისგან.
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერი შეკითხვის, განცხადების, პრეტენზიის ან მოთხოვნის შემთხვევაში დაუკავშირდეს Catwalk.ge -ს ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო კომუნიკაციის ან ვებგვერდზე მითითებული სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. Catwalk.ge, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მომხმარებლის მიმართვის განხილვასა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას გონივრულ ვადაში.
1. ტერმინთა განმარტება
კომპანია - შპს “ქ.ვ რითეილ” (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს “ქ.ვ რითეილ“, საიდენტიფიკაციო კოდი: 405767889, რეგისტრირებული: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი ნიკოლოზ ყიფშიძის ქ. N16, კორპუსი 1, ბინა 12.
მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს - Catwalk.ge -ზე განთავსებული პროდუქცია;
რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა;
მომსახურება - ნებისმიერი პროდუქტი, სერვისი ან ფუნქცია, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
2. ყიდვა-გაყიდვის მომსახურება
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ვებ-გვერდზე და/ან კომპანიის სოციალურ ქსელებში, მათ შორის Instagram-ის გვერდზე, განთავსებულ პროდუქციას და ახორციელებს აღნიშნული პროდუქციის მომხმარებლისთვის მიყიდვასა და მიწოდებას.
მომხმარებელს შეუძლია პროდუქტის შეკვეთა ვებ-გვერდის საშუალებით ან კომპანიის Instagram-ის გვერდზე, პირადი შეტყობინების (Direct Message) ან კომუნიკაციის სხვა შესაბამისი საშუალების გამოყენებით.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსებითა და წინამდებარე ყიდვა-გაყიდვის პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიისგან შესაბამისი პროდუქტის შეძენა წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესით.
შეკვეთის მიღების შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ არჩეული პროდუქტის შეძენას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მომწოდებლისგან ან სხვა მესამე პირისგან, და შემდგომ მის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას. მესამე პირისგან პროდუქტის შეძენა წარმოადგენს კომპანიის მიერ საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად განხორციელებულ შიდა საქმიანობას და არ გულისხმობს იმას, რომ კომპანია მოქმედებს მომხმარებლის სახელით. მომხმარებლის წინაშე პროდუქტის გაყიდვისა და შეკვეთის შესრულების ვალდებულებას იღებს კომპანია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული პროდუქტის აღწერაში ან მომხმარებელთან დადებულ ინდივიდუალურ შეთანხმებაში პირდაპირ არის მითითებული სხვა პირობა.
კომპანია უფლებამოსილია პროდუქციის შეძენისა და მიწოდების მიზნით ითანამშრომლოს მესამე პირებთან, მათ შორის მომწოდებლებთან, გადამზიდავებთან, საკურიერო კომპანიებთან და სხვა მომსახურების გამწევ პირებთან.
ვებ-გვერდზე ან კომპანიის სოციალურ ქსელებში მითითებული პროდუქტის ფასი და სხვა კომერციული პირობები მოქმედებს შესაბამისი შეკვეთის გაფორმების მომენტისთვის, თუ პროდუქტის აღწერით ან კონკრეტული შეთავაზებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის გაფორმების შემდეგ აღმოჩნდება, რომ პროდუქტი აღარ არის ხელმისაწვდომი, მისი ფასი შეიცვალა ან წარმოიშვა სხვა ისეთი გარემოება, რის გამოც შეკვეთის თავდაპირველი პირობებით შესრულება შეუძლებელია, კომპანია ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მომხმარებელს.
ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაეთანხმოს შეცვლილ პირობებს ან უარი თქვას შეკვეთაზე. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, თუ მომხმარებელს უკვე აქვს გადახდილი თანხა, კომპანია უზრუნველყოფს მის დაბრუნებას კანონმდებლობითა და წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.
კომპანია არ არის პროდუქტის მწარმოებელი, თუ კონკრეტული პროდუქტის აღწერით ან სხვა შეთანხმებით პირდაპირ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული ისეთი გარემოებები, რომლებიც არ არის გამოწვეული კომპანიის მიერ, მათ შორის პროდუქტის მწარმოებლის მიერ დაშვებული საწარმოო დეფექტი, მწარმოებლის მიერ დადგენილი საგარანტიო პირობები ან პროდუქტის თანდაყოლილი მახასიათებლები, განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობის, პროდუქტის მწარმოებლის პირობებისა და კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლების შესაბამისად.
კომპანია პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე მის მიერ კანონმდებლობითა და წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაზე.
მესამე პირების, მათ შორის მომწოდებლების, გადამზიდავი ან საკურიერო კომპანიების მოქმედებით გამოწვეული შეფერხების შემთხვევაში, კომპანია იღებს გონივრულ ზომებს პრობლემის აღმოსაფხვრელად და მომხმარებლისთვის შეკვეთის დროულად მიწოდების უზრუნველსაყოფად.
3. რეგისტრაცია
ჩვენი სერვისის სარგებლობისათვის საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია ან სოციალური ქსელის მეშვეობით მომართვა. რითაც, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ შეინახავს საკუთარ ინფორმაციას კონფიდენციალურად და პასუხისმგებელი იქნება საკუთარი ანგარიშისა და პაროლის გამოყენებით განხორციელებულ ყველა ქმედებაზე.
4. პროდუქტის შეძენა
ვებ-გვერდზე მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევისა და ვირტუალურ კალათაში დამატების შემდეგ, შეკვეთის გასაფორმებლად მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და მიწოდების მისამართი.
შეკვეთის დადასტურების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც შეძლებს პროდუქციისა და მომსახურების ღირებულების გადახდას.
ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული პერსონალური, საკონტაქტო და მიწოდების მონაცემების სისწორე. არასწორი, არასრული ან მოძველებული ინფორმაციის მითითების შედეგად გამოწვეული მიწოდების შეფერხების, შეუძლებლობის ან დამატებითი ხარჯების წარმოშობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მის მიერ განხორციელებული შეკვეთების, მათი სტატუსისა და შეძენილი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაცნობა პირადი ანგარიშის მეშვეობით.
კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას შეკვეთის მიღებაზე, შეაჩეროს მისი დამუშავება ან გააუქმოს შეკვეთა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეკვეთა დაკავშირებულია თაღლითურ, არაუფლებამოსილ, უკანონო ან სხვა სახის საეჭვო საქმიანობასთან.
პროდუქციის დაბრუნების, შეცვლისა და თანხის დაბრუნების პირობები განსაზღვრულია „დაბრუნებისა და გაცვლის პოლიტიკაში“, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ შეკვეთის შესრულებისა და პროდუქციის მიწოდების მიზნით კომპანიამ გადასცეს მისი პერსონალური მონაცემები შესაბამის საკურიერო ან ლოგისტიკურ პარტნიორს. აღნიშნული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს მომხმარებლის სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს, მიწოდების მისამართსა და სხვა ისეთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია შეკვეთის შესრულებისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და დაცვა ხორციელდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
5. პასუხისმგებლობა
Catwalk.ge არ აგებს პასუხს მესამე პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე, პროდუქტის აღწერილობაზე, ტექნიკურ მახასიათებლებზე, ხარისხზე, კანონიერებაზე, უსაფრთხოებაზე ან პროდუქტის შესაბამისობაზე მომხმარებლის მოლოდინებთან.
Catwalk.ge არ იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტი ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.
Catwalk.ge არ აგებს პასუხს მიწოდების ვადის დარღვევაზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია მესამე პირის ქმედებით, სატრანსპორტო შეფერხებით, საბაჟო პროცედურებით, ფორსმაჟორული გარემოებებით ან სხვა გარემოებით, რომელიც არ ექვემდებარება კომპანიის გონივრულ კონტროლს.
Catwalk.ge არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ მითითებული არასწორი, არასრული ან მოძველებული ინფორმაციის შედეგად წარმოშობილ ზიანზე, მიწოდების შეფერხებაზე ან შეკვეთის შესრულების შეუძლებლობაზე.
Catwalk.ge -ს პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ პირდაპირი ზიანის ანაზღაურებით, რომელიც უშუალოდ გამოწვეულია კომპანიის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით და დადასტურებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნებისმიერ შემთხვევაში, Catwalk.ge -ს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს მომხმარებლის მიერ კონკრეტული შეკვეთის ფარგლებში ფაქტობრივად გადახდილ თანხას.
Catwalk.ge უფლებამოსილია დროებით ან სრულად შეზღუდოს პლატფორმის ფუნქციონირება ტექნიკური სამუშაოების, სისტემური განახლების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვა აუცილებელი გარემოების არსებობისას და აღნიშნული არ ჩაითვლება კომპანიის მიერ ვალდებულების დარღვევად.
წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეზღუდვები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა დაუშვებელია მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
6. ანგარიშსწორების წესი
პლატფორმის მეშვეობით პროდუქტის შეძენა ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტისა და მომსახურების ღირებულება გადაიხადოს პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ელექტრონული გადახდის საშუალებების გამოყენებით.
პლატფორმაზე თითოეული პროდუქტის გვერდზე მითითებულია მომხმარებლის მიერ გადასახდელი საბოლოო ფასი. პროდუქტის საბოლოო ფასი შედგება პროდუქტის ღირებულებისა და კომპანიის მომსახურების საკომისიოსგან.
Instagram-ის გვერდის მეშვეობით პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელს შესაძლებელია მოეთხოვოს პროდუქტის ღირებულების 50%-ის წინასწარ გადახდა, ხოლო დარჩენილი 50% გადაიხდება პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდებამდე ან მიწოდების მომენტში, მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული წესის შესაბამისად. კონკრეტული შეკვეთის შემთხვევაში გადახდის ოდენობა, ვადა და მეთოდი მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის დადასტურებამდე.
კომპანიის მომსახურების საკომისიო შესაძლოა მოიცავდეს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ:
საერთაშორისო და/ან ადგილობრივ ტრანსპორტირების ხარჯებს; საბაჟო მოსაკრებლებსა და იმპორტთან დაკავშირებულ გადასახადებს; დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ), კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; საბანკო, საგადახდო სისტემისა და ფინანსური ტრანზაქციების მომსახურების საკომისიოებს; ლოგისტიკურ, ადმინისტრაციულ და საოპერაციო ხარჯებს; პროდუქტის მოძიებასთან, შეძენასთან, დამუშავებასა და მიწოდების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
თუ კონკრეტული პროდუქტის გვერდზე ან შეკვეთის გაფორმების ეტაპზე სხვაგვარად არ არის მითითებული, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა სრულად მოიცავს კომპანიის ცნობილ ყველა აუცილებელ ხარჯს და მომხმარებელს დამატებითი გადასახადის გადახდა არ დაეკისრება.
იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის გაფორმების მომენტისთვის ობიექტურად შეუძლებელია გარკვეული დამატებითი ხარჯების წინასწარ განსაზღვრა, კომპანია მომხმარებელს წინასწარ მიაწვდის ინფორმაციას ასეთი ხარჯების არსებობის შესაძლებლობისა და მათი გამოთვლის წესის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში დამატებითი ხარჯი მომხმარებელს დაეკისრება მხოლოდ მისი წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის მიღების შემდეგ.
ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის შეძენისას, შეკვეთა დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანიის ანგარიშზე სრულად აისახება მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა.
კომპანია უფლებამოსილია, ტექნიკური ხარვეზის, ფასის აშკარა შეცდომის, მესამე პირის მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაციის ან სხვა არსებითი გარემოების არსებობის შემთხვევაში, უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს დაუბრუნდება უკვე გადახდილი თანხა სრული ოდენობით.
7. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
წინამდებარე „წესები და პირობები“ ძალაში შედის მომხმარებლის მიერ შესაბამისი თანხმობის გამოხატვის მომენტიდან და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის სრულად გაუქმებამდე, თუ წინამდებარე დოკუმენტით ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და საკუთარი ანგარიშის გაუქმება, იმ პირობით, რომ შეწყვეტის მომენტისათვის სრულად იქნება შესრულებული და დაფარული კომპანიის წინაშე არსებული ნებისმიერი ფინანსური ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან რომ მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმობა. მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ საქართველოს საერთო სასამართლოებს.
9. ცვლილებები და დამატებები
Catwalk.ge იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ანდა დამატებების განხორციელების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს განახლებულ პირობებს და გამოხატოს თანხმობა ღილაკზე შესაბამისი ფუნქციონალის მონიშვნის მეშვეობით. აღნიშნულის შემდგომ მომხმარებელი შეძლებს შეუზღუდავად ვებ-გვერდის გამოყენებას.
Questions? Contact us at info@catwalk.ge
